შინაარსზე გადასვლა

(253) მატილდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასტეროიდი (253) მატილდა

253 მატილდა (ინგლ. 253 Mathilde), ადრე A885 VA — ასტეროიდი მთავარი სარტყლიდან. მისი დიამეტრი დაახლოებით 50 კილომეტრია. იგი აღმოაჩინა ავსტრიელმა ასტრონომმა იოჰან პალისამ ვენის ობსერვატორიაში 1885 წლის 12 ნოემბერს. მას შედარებით ელიფსური ორბიტა აქვს, რომელსაც მზის გარშემო ოთხ წელზე მეტი სჭირდება. ამ მოძრავ ასტეროიდს უჩვეულოდ ნელი ბრუნვის ტემპი აქვს, ღერძის გარშემო 360°-იანი ბრუნის დასასრულებლად 17.4 დღე სჭირდება. ეს არის პრიმიტიული C ტიპის ასტეროიდი, რაც ნიშნავს, რომ ზედაპირზე ნახშირბადის მაღალი კონცენტრაციაა, რაც მას მუქ ზედაპირს აძლევს. ამის გამო მასზე დაცემული სინათლის მხოლოდ 4% აირეკვლება.[1]

მატილდა, NEAR Shoemaker-ის ავტომატურმა საპლანეტათშორისო სადგურმა 1997 წლის ივნისში მოინახულა, ასტეროიდ (433) ეროსისკენ მიმავალ გზაზე. მოკლე გადაფრენის დროს, კოსმოსურმა სადგურმა ასტეროიდის ნახევარსფერო გადაიღო, რომლის დროსაც მრავალი დიდი კრატერი გამოვლინდა. ეს იყო პირველი ნახშირბადოვანი ასტეროიდი, რომელიც შესწავლილ იქნა და 2010 წელს (21) ლუტეციის მონახულებამდე, ის იყო ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელსაც კოსმოსური სადგური ეწვია.

მატილდის კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტეროიდ (253) მატილდაზე 23 მსხვილი კრატერია. რომელთაც სახელები დაერქვა ნახშირის მსხვილი საბადოების მიხედვით.[2]

სახელწოდებალათინური
სახელწოდება
დიამეტრი,
კმ
ცენტრის
კოორდინატები
ეპონიმი
აახენიAachen (2000)4.89.20°, 60.90°აახენი, გერმანია
ბაგანურიBaganur (2000)16.414.60°, 191.60°ბაგანური, მონღოლეთი
ბენხემიBenham (2000)2.219.00°, 247.20°ბენხემი, აშშ
კლეკმანანიClackmannan (2000)2.818.90°, 260.80°კლეკმანანი, შოტლანდია
დამოდარიDamodar (2000)28.773.00°, 263.80°დამოდარი, ინდოეთი
ენუგუEnugu (2000)5.9-15.30°, 151.60°ენუგუ, ნიგერია
ისიკარიIshikari (2000)29.3-66.20°, 186.90°ისიკარი, იაპონია
ჯერადაJerada (2000)2.542.10°, 177.30°ჯერადა, მაროკო
ცზისიJixi (2000)19.9-12.30°, 256.50°ცზისი, ჩინეთი
კალიმანტანიKalimantan (2000)2.7-7.70°, 123.70°კალიმანტანი, ინდონეზია
კარუKaroo (2000)33.433.50°, 98.40°კარუ, სარ
კუზნეცკიKuznetsk (2000)28.5-45.90°, 88.90°კუზნეცკი, რუსეთი
ლოთარინგიაLorraine (2000)4.148.10°, 142.50°ლოთარინგია, საფრანგეთი
ლუბლინიLublin (2000)6.555.30°, 156.80°ლუბლინი, პოლონეთი
მარიცაMaritsa (2000)2.444.60°, 151.50°მარიცა, ბულგარეთი
მატანუსკაMatanuska (2000)2.927.30°, 217.30°მატანუსკა, აშშ
მულგილდაMulgildie (2000)2.557.70°, 176.10°მულგილდა, ავსტრალია
ოახაკაOaxaca (2000)5.238.70°, 186.30°ოახაკა, მექსიკა
ოტაგოOtago (2000)7.923.70°, 164.50°ოტაგო, ახალი ზელანდია
კვეტაQuetta (2000)3.245.60°, 165.50°კვეტა, პაკისტანი
სიმილკამინიSimilkameen (2000)3.4-13.50°, 104.70°სიმილკამინი, კანადა
ტერუელიTeruel (2000)7.6-28.10°, 142.70°ტერუელი, ესპანეთი
სულიაZulia (2000)12.3-39.50°, 30.90°სულია, ვენესუელა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Williams, David R.. (18 December 2001) NEAR Flyby of Asteroid 253 Mathilde. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 August 2006. ციტირების თარიღი: 2006-08-10
  2. ↑ Mathilde. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-07. ციტირების თარიღი: 2015-08-26